„ვლადიკავკაზში ФСБ-ს გენერალთან შესახვედრად წავიყვანე გოგაშვილი, ჭელიძე და ჩიმაგაძე“ - სუს-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის განცხადება

„ვლადიკავკაზში ФСБ-ს გენერალთან შესახვედრად წავიყვანე გოგაშვილი, ჭელიძე და ჩიმაგაძე“ - სუს-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის განცხადება

11-09-2022, 16:28 - 2022
1 225
       

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთში, ვლადიკავკაზში სუს-ის მაღალჩინოსნები, სოსო გოგაშვილი, იოსებ ჭელიძე და ირაკლი ჩიმაგაძე 2016 წელს წაიყვანა. 

მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალჩინოსნები რუსეთის ФСБ-ს გენერალს შეხვდნენ.

გავემგზავრეთ სამსახურებრივი ავტომობილით, აქედან წავედით, მე, სოსო გოგაშვილი, იოსებ ჭელიძე და ირაკლი ჩიმაგაძე. ერთი მანქანით ვიყავით, მანქანა ბატონ სოსოს ეკუთვნოდა. საზღვართან არ მისული გავაჩერე ავტომობილი, გადმოვედი და ავტომობილს მოვხსენი ორივე სახელმწიფო ნომერი. ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადავიარეთ საზღვარი. საპასპორტო კონტროლი არ გაგვივლია, თავისუფლად შევედით რუსეთის ტერიტორიაზე. საზღვრიდან 50 მეტრში დაგვხდა შავი ფერის ტოიოტა ქემრი, რომელმაც მიგვიყვანა საიდუმლო ბაზაზე. ნახევარ საათში მივედით დანიშნულების ადგილზე, ჩვეულებრივი შენობა იყო, საკმაოდ დიდი. შენობასთან დაგვხდა ФСБ-ს გენერალი სედოვი. ის შეხვდა მხოლოდ სოსო გოგაშვილს, შეხვედრა დაახლოებით 40 წუთამდე გაგრძელდა, შეხვედრაზე დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა. ჩვენი მხირდან გომელაური და მათი მხრიდან ბოტნიკოვი. ამ შეხვედრის შემდეგ წამოვედით უკან საქართველოში და ისევ ისე გადმოვიარეთ საზღვარი როგორც წასვლისას“, - განაცხადა ალექსანდრე სამსახარძემ

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები