უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევების დაწყების შემდეგ 2 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს და წინსვლას აგრძელებენ.
განსაკუთრებულ წარმატებას უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის, ლუგანსკის, დონბასისა და ხერსონის ოლქების მიმართულებით მიაღწიეს.
„ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური მოქმედებების ფარგლებში, კონტრშეტევების დაწყებიდან, სამხედროებმა ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კვადრატული კილომეტრი ოკუპანტებისგან გათავისუფეს. ამ დღეებში რუსული არმია თავის საუკეთესოს აჩვენებს - ზურგს. მათი გაქცევა კარგი არჩევანია. უკრაინაში ოკუპანტებისთვის ადგილი არ არის და არც იქნება...თუ რომელიმე რუს ჯარისკაცს სამშობლოში დაბრუნების ეშინია, შეუძლია, ჩაგვბარდეს ჩვენ მას ჟენევის კონვენციის შესაბამისად მივხედავთ“, - აცხადებს ზელენსკი.