დონეცკიდან ე.წ. დნრ-ის „ხელმძღვანელი“, დენის პუშილინი გაიქცა

დონეცკიდან ე.წ. დნრ-ის „ხელმძღვანელი“, დენის პუშილინი გაიქცა

10-09-2022, 23:22 - 2022
721
       

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე დონეცკიდან გაიქცა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, 24-ე არხი უკრაინის დაზვერვაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სადაზვერვო წყაროს ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონის  და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.

დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები