უკრაინის შეიარაღებული ძალები იზიუმში შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები იზიუმში შევიდნენ

10-09-2022, 01:32 - 2022
757
       

უკრაინული მედია თავიანთ ტელეგრამის არხებში იტყობინება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ქალაქ იზიუმში შევიდნენ, სადაც ინტენსიური ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.

მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძოლები უკვე ხერსონიდან 15 კილომეტრშია. 

ასევე ისინი წერენ, რომ წერტილოვანი დარტყმებია მელიტოპოლში, კალანჩაკსა და ხერსონის რაიონში. 

ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა. 

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები