რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობად გადაცმულები ცდილობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნებას.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
„სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული სამხედრო აჭღურვილობის ევაკუირებას ვიხუვატკასა და ბოროდოიარსკის არეალის ახლომახლოდ. ოკუპანტთა ძალების სამხედრო პერსონალი მშვიდობიან მოსახლეობად გადაცმულები ცდილობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნებას“, - წერია განცხადებაში.