უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა.
ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამში“ განაცხადა და გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების ვიდეო, რომლებმაც ქალაქის თავზე უკრაინული დროშა აღმართეს.
„ყველაფერი არის თავის ადგილზე. დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ქალაქი ბალაკლეა რუსმა ოკუპანტებმა მარტის დასაწყისში აიღეს.