„სუბოტექსი“, „მეტადონი“ და „კოკაინი“ ტექნიკის მაღაზიაში და სახლში მიტანით - სპეცოპერაციის დეტალები

„სუბოტექსი“, „მეტადონი“ და „კოკაინი“ ტექნიკის მაღაზიაში და სახლში მიტანით - სპეცოპერაციის დეტალები

8-09-2022, 02:06 - 2022
1 196
       

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელიც მობილური ტელეფონების ჯიხურში სავარაუდოდ ნარკორეალიზატორად  მუშაობდა.  

პოლიცია ამტკიცებს, რომ 45 წლის დავით ბურაძე მობილურ ტელეფონებთან ერთად თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნარკოტიკსაც ყიდდა.

დავით ბურაძე 16 დაკავებული პირიდან ერთ-ერთია, სპეცოპერაცია ერთდროულად შიდა ქართლსა და თბილისში ჩატარდა.

ირაკლი კალანდაძე,  იგივე გორელი ტუგო, ხმაურიანი სპეცოპერაციით დღეს დილით გორის ცენტრში აიყვანეს. კრიმინალური პოლიციის მტკიცებით, ტუგო ერთ ერთი მსხვილი ნარკორეალიზატორი იყო. 

არსებობს ვარაუდი,  რომ ის წამალს მიტანის სერვისით ყიდდა, თუმცა დეტალები ბრალის წარდგენის შემდეგ გასაჯაროვდება.

ერთ-ერთი დაკავებულია ასევე არჩილ გიგოშვილი, 33 წლის კაცს კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრების თვალწინ დაადო. სოფელ მეჯვრისხევში შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია რამდენიმე ძირი კანაფი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულების სახლებიდან პოლიციამ დიდი ოდენობით ფული, 626 აბი „სუბოტექსი“, „მეტადონი“, „კოკაინი“, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“, „კეტამინი“ და „მდმა“ ამოღო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8 დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები