„რუსეთს შეუძლია 350 000-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ „უკრაინის სამხედრო ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.
სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ოკუპანტ ქვეყანას ბევრი სამხედრო ბაზა აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე ძლიერი კონტინგენტი ჰყავს სირიაში.
„რუსეთის არმიაში ბევრი დანაყოფი ახორციელებს მხოლოდ ობიექტების დაცვას როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, რუსეთს ჰყავს ძლიერი კონტინგენტი სირიაში. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზების ფართო ქსელი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, მათ შორის სომხეთი და ტაჯიკეთი, კონტინგენტი მთიან ყარაბაღში, კონტინგენტი ყაზახეთში. ამგვარად, თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, გამოდის 300-350 ათასი, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.