სკანდალი - რუსეთისა და ბელარუსის  მოქალაქეებმა საქართველოში ბინა მიისაკუთრეს

სკანდალი - რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში ბინა მიისაკუთრეს

1-09-2022, 16:05 - 2022
1 345
       

ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. 

ბინის მეპატრონე ამბობს, რომ საქართველოში ტურისტებად ჩამოსულ პირებს ბინა მიაქირავა, ისინი კი იქ ფარულად, უნებართვოდ დარეგისტრირდნენ.

დაზარალებული ოჯახის ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში ბინადრობის უფლება სწორედ უკანონო რეგისტრაციით მიიღეს.

ჩვენგან მალულად, ეს პირი ჩაეწერა მამაჩემის კუთვნილ ბინაში.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ გართულება არ გვინდოდა და გვეკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე. მამიდაჩემი შევიდა მათთან და ჰკითხა, რატომ დაარღვიეს  კანონი, რატომ ჩაეწეთ და მიიღო აგდებული პასუხი, რომ მესაკუთრის თანხმობა ჰქონდა. 
მესაკუთრე მამაჩემია, რომელსაც თვალითაც არ უნახავს ეს ადამიანები. დავწერეთ განცხადება აღნიშნული ფაქტის შესახებ, თუმცა როდესაც ჩვენ ვუთითებდით, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, პოლიციელმა ეს კანონდარღვევა არ დააფიქსირა
“, -  ამბობს ბინის მესაკუთრე, ნათია კვარაცხელია

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები