დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში, აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში, აფეთქება მოხდა

1-09-2022, 13:41 - 2022
661
       

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, ნიგერიის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები