რუსი სამხედროები დათვრნენ და FSB-ს ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნეს

რუსი სამხედროები დათვრნენ და FSB-ს ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნეს

1-09-2022, 12:54 - 2022
612
       

Yahoo News- ის ინფორმაციით, მთვრალმა რუსმა ჯარისკაცებმა ხერსონში FSB-ს ოფიცრებს ცეცხლი გაუხსნეს. 

დაპირისპირების შედეგად, დაიღუპა 3 და დაიჭრა 2 სამხედრო. 

ინციდენტი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა Yahoo News ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შემთხვევა 19 ივნისს, ოკუპირებულ ხერსონში, უშაკოვას გამზირზე მდებარე რესტორანში მოხდა. მედიის ცნობით,  FSB-ს სამი ოფიცერი - იგორ იაკუბინსკი, სერგეი პრივალოვი და დ.ა. ბოროდინი რესტორანში შევიდნენ, სადაც ნახეს, რომ 2 რუსი სამხედრო კონტრაქტორი სერჟანტი სერგეი ობუხოვი და უმცროსი სერჟანტი იგორ სუდინი, სამხედრო ფორმაში მყოფები, ალკოჰოლს სვამდნენ, რის გამოც FSB-ს ოფიცრებმა შენიშვნა მისცეს. 

მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. 

რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ  რუსული ოფიციალური ვერსიით, სერგეი ობუხოვი „თანმებრძოლის გადარჩენის მცდელობისას“ დაიღუპა, ხოლო პრივალოვი „სამხედრო ვალის მოხდისას“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები