დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტის ხაზი გადაწიეს.
ყოველდღიურ განახლებულ ინფორმაციაში დაზვერვა წერს, რომ სამხრეთით უკრაინა რუსეთის ჯარებზე შეტევას განაგრძობს.
„უკრაინულმა ფორმირებებმა ფრონტის ხაზი გარკვეულ მანძილზე გადაწიეს, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით“, - წერს დაზვერვა.