უკრაინელებმა ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს - ოკუპანტებზე თავდასხმა გრძელდება

უკრაინელებმა ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს - ოკუპანტებზე თავდასხმა გრძელდება

30-08-2022, 01:01 - 2022
667
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ხერსონთან, 4 დასახლება, ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკე, ტომინა ბალკა და პრავდინე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია ღამით, რუსული პოზიციების დაბომბვით დაიწყო. შეტევის ძირითადი მიმართულება კი პრავდინზე იყო. 

​გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო მანქანებიც გაანადგურეს, ზოგი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები