უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყეს ოკუპირებული ხერსონის დასაბრუნებლად.
მანამდე კი, კახოვკას შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები კი პოზიციებიდან გარბიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსებისგან პირველი დასახლება გაათავისუფლეს.