რუსეთს ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს

რუსეთს ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს
27-08-2022, 17:19 - 2022
531

რუს ოკუპანტებს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.

უკრაინული მედიის ცნობით, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს.

გავრცელებული კადრების მიხედვით, კოლონის შემადგენლობაში იყო T-72 და T-80 ტიპის ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. 

გარდა ამისა, ოკუპანტებს ყირიმში სპეციალური აღჭურვილობაც შეაქვთ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, საინჟინრო მანქანები და საწვავის ავზები. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა