პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - საპატრიარქო განცხადებას აკეთებს

პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - საპატრიარქო განცხადებას აკეთებს
11-02-2022, 22:43 - 2022
1 272

Covid-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მაღალი გავრცელების გამო საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა. 

ათალიკოს-პატრიარქთან აკრძალული აქვს შესვლა ყველას, მათ შორის, მისი უწმინდესობის უახლოესი გარემოცვის წევრებს. ილია მეორე მედიკოსების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარ არხს“ პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი უდასტურებს. 

კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეს ომიკრონის ვირუსი ძალიან აქტუალური გახდა. 

ძალიან ბევრს, მათ შორის მეც შემხვდა კორონავირუსი და ყველაფერ ამას დაუკავშირდა კარანტინის გამოცხადება, მაქსიმალურად შეიზღუდა შესვლა. 

მონასტრის წევრებსაც დაუდასტურდათ, კი. 

პატრიარქს კორონავირუსი არ დადასტურებია, მაგრამ ეს მონასტერი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეზოში მდებარეობს, რომელსაც პატრიარქის რეზიდენციის იმ ფლიგელთან შეხება არ აქვს“, - თქვა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა