ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში რუსულ-აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
„დონეცკის გარეუბანში ისევ ან ვიღაც უდარდელად ეწეოდა, ან „ქვები ციდან“ ჩამოცვივდა... იწვის ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი „პიატნაშკას“ ბაზა“, - წერს გაიდაი.
„პიატნაშკას“ ბატალიონი 2014 წელს ჩამოყალიბდა. ის უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც ძირითადად აფხაზებისგან შედგება.