მედიის ცნობით, კვირას საღამოს ოკუპირებული ყირიმის სხვადასხვა ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ინფორმაცია ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა, მოგვიანებით, ე.წ. „სევასტოპოლის გუბერნატორმა“ დაწერა, რომ ბელბეკის აეროდრომთან ჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.
მისივე ინფორმაციით, საჰარეო თავდაცვის სისტემები ჩაირთო კაზაჩკაში, ხერსონესის კონცხის მახლობლად.
ადგილობრივი ტელეგრამ არხები წერდნენ აფეთქებების ხმების შესახებ სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში.