ლევან გოგია 13 წლის განმავლობაში ძალოვან უწყებაში მსახურობდა და მაიორის წოდებას ატარებდა.
გოგია ტელეკომპანია „პირველთან“ ყვება, როგორ სთხოვეს მას არჩევნების გაყალბებაში ჩართვა. ის იხსენებს, უარის თქმის შემდეგ როგორ დაიწყო მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა.
„ლაშა ვეკუა, რომელიც მიცნობდა, მოვიდა ჩემთან დაგვეხმარე საარჩევნოდ შენს სოფელშიო და შვებულებას მოგცემთ რამდენიც გინდაო, მე უარი ვუთხარი. პოლიციელი ვარ და არ ჩავერევიარ ჩევნების თემაში-თქო. ასეთი შემთხვევები იყო ბევრი, რის შემდეგაც მე უკვე დისკრიმინაციაში ვიყავი. ჩემით არ წავსულვარ სამსახურიდან, იძულებით დამაწერინეს პატაკი.
როგორც კი სამსახურიდან გადმოვიდოდი მანქანით, ეკიპაჟით, უკან გენერალურის მანქანა მომყვებოდა ყველგან ფოტოებს მიღებდნენ.
ტელეფონითაც დაიწყეს მოსმენა. მეუბნებოდნენ, ჩვენ ყველაფერი ვიცით შენზე და შეგვიძლია დაგიჭიროთ კიდეცო, პირად ცხოვრებაზეც ყველაფერი ვიცით და ამას ყველაფერს გამოვიყენებთო.
იქ ჩვენთან ერთად მუშაობდა ვაჟა სირაძის ბიძა. 20-მდე პროფესიონალი პოლიციის მაიორის უფროსად დანიშნა ვაჟა სირაძემ მისი ბიძა, ეს უმცროსი ლეიტენანტი. ეს ნეპოტიზმია“, - განაცხადა ლევან გოგიამ.