ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა
20-08-2022, 23:56 - 2022
436

ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აფეთქებებს ყირიმის საოკუპაციო მთავრობაც ადასტურებს.

როგორც მედია წერს, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. ყირიმის ე.წ ხელმძღვანელის სერგეი აქსიანოვის თქმით, ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა