ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა უპილოტო დრონებით გაანადგურეს

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინა უპილოტო დრონებით გაანადგურეს

20-08-2022, 23:45 - 2022
673
       

The Guardian-ის ინფორმაციით, სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა მოხდა.

სოციალ ქსელებში კადრებიც გავრცელდა, სადაც შტაბ-ბინის ტერიტორიაზე კვამლი ჩანს.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, დრონი მოგვიანებით შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს და ცეცხლი მას გაუჩნდა.

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები