უკრაინამ ჩერნობაევკას აეროდრომზე შეტევა განახორციელა

უკრაინამ ჩერნობაევკას აეროდრომზე შეტევა განახორციელა
20-08-2022, 23:36 - 2022
448

დღეს, 20 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკას აეროდრომს დაარტყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი ანდრიი ცაპლიენკო თავის Telegram არხზე ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ფოტოები, სადაც შავი კვამლი ჩანს.

ჩერნობაევკაში მდებარე სამხედრო აეროდრომს ოკუპანტი სამხედროები სამეთაურო პუნქტად და თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სადგომად იყენებს. ის არაერთხელ გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა