მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში, ოკუპანტების კომენდანტის სამსახურის მახლობლად აფეთქება მოხდა.
მისი თქმით, ადგილზე ოკუპანტების ერთ-ერთი სარდლობაა განთავსებული.
„ძლიერი აფეთქება გაისმა მტრის ბუნაგზე მელიტოპოლის ცენტრში. დანაკარგების შესახებ დეტალებს ველოდებით“, - ამბობს მერი.
აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება.