New York Times - ყირიმში აფეთქებებზე უკრაინის ელიტარული ქვედანაყოფია პასუხისმგებელი

16-08-2022, 23:04 - 2022
517

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Nუკრაინელმა მაღალჩინოსანმა New York Times-მთან, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე პასუხისმგებელი ელიტური უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფია. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი შემთხვევა დივერსიული აქტი იყო. 

უკრაინის ლიდერებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა საჯაროდ არ აიღეს, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მიანიშნა უკრაინის ჩართულობაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკიმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გააგრძლებენ ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტირიზაციას მანამ, სანამ არ მიაღწევენ უკრიანის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას.

სტატიის მიხედვით, მტრის მხარეს უკრაინელები იყენებენ ფარულ ძალებს, რათა არატრადიციული ტაქტიკებით დიდი და უკეთ აღჭურვილი რუსული სამხედრო ძალების პირისპირ უპირატესობა აღმოფხვრან.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს, 16 აგვისტოს დილით აფეთქება მოხდა. ცეცხლი საბრძოლო მასალის საწყობში გაჩნდა.

მანამდე, 9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ოფიციალურად არც ამ შემთხვევაზე არ აუღია. s-მთან, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე პასუხისმგებელი ელიტური უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფია. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი შემთხვევა დივერსიული აქტი იყო. 

უკრაინის ლიდერებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა საჯაროდ არ აიღეს, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მიანიშნა უკრაინის ჩართულობაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკიმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გააგრძლებენ ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტირიზაციას მანამ, სანამ არ მიაღწევენ უკრიანის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას.

სტატიის მიხედვით, მტრის მხარეს უკრაინელები იყენებენ ფარულ ძალებს, რათა არატრადიციული ტაქტიკებით დიდი და უკეთ აღჭურვილი რუსული სამხედრო ძალების პირისპირ უპირატესობა აღმოფხვრან.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს, 16 აგვისტოს დილით აფეთქება მოხდა. ცეცხლი საბრძოლო მასალის საწყობში გაჩნდა.

მანამდე, 9 აგვისტოს ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზე განთავსებულ რუსეთის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:30-ზე ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 12 სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქება გაისმა. მათ შორის 3 განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რომელმაც კვამლი გამოიწვია. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამ ახლომდებარე ქალაქ საკიში სირენების ჩართვაც გამოიწვია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ოფიციალურად არც ამ შემთხვევაზე არ აუღია. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა