მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
"ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება", – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.