„ვადასტურებ“ - რატი ბრეგაძე სოსო გოგაშვილის განცხადებაზე

„ვადასტურებ“ - რატი ბრეგაძე სოსო გოგაშვილის განცხადებაზე
13-08-2022, 13:48 - 2022
1 602

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ პატიმრობაში მყოფი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მისი ოჯახის წევრებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა შედგა გოგაშვილის მოთხოვნით და კანონის დაცვით.

მისივე განცხადებით, გოგაშვილის ქცევა იყო დადებითი და შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული.

„გოგაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ შედგა მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან, ამას დავადასტურებ. ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ცნობილია, რომ ამ გამოძიების მასალებს გრიფით „საიდუმლო“ ადევს და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრა იყო კანონმდებლობის სრული დაცვით.

ასევე მინდა ვთქვა,რომ ბატონი გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო დადებითი და შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული“,- განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა