უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული
13-08-2022, 12:45 - 2022
415

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 43 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 856 ტანკს, 4 115 ჯავშანმანქანას, 978 საარტილერიო სისტემას, 261 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 136 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 233 თვითმფრინავს, 193 ვერტმფრენს, 3036 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 779 უპილოტო საფრენ აპარატს, 91 ერთეულ სპეცტექნიკას, 187 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა