ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზები განადგურებულია

ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზები განადგურებულია

10-08-2022, 23:54 - 2022
630
       

ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის 43-ე მოიერიშე საავიაციო ბაზა განადგურებულია. 

სტრატეგიული აეროდრომი, საიდანაც საოკუპაციო ძალებს უკრაინულ პოზიციებზე მიჰქონდათ იერიში ფაქტობრივად მიწასთან არის გაასწორებული.

რუსული მხარე დივერსიაზე საუბრობს, რასაც დასწყობებული საბრძოლო მასალების აფეთქება მოჰყვა.

ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა, რის შედეგადაც კრემლმა პრაქტიკულად დაკარგა საავიაციო მხარდაჭერა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები