Reuters ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად, რამდენიმე მასშტაბური აფეთქება მოხდა.
Reuters-ის ცნობით, ერთი წუთის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის 12 აფეთქების ხმა გაისმა.
ღია წყაროების მიხედვით, აქ არის რუსული სამხედრო აეროდრომი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ბაზა.