უკრაინულმა ძალებმა ერთ დღეში დაახლოებით 300 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინულმა ძალებმა ერთ დღეში დაახლოებით 300 რუსი სამხედრო მოკლეს

9-08-2022, 14:01 - 2022
684
       

უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 640 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1817 ტანკი, 4076 ჯავშანტექნიკა, 964 ერთეული საარტილერიო სისტემა, 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 133 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 საბრძოლო თვითმფრინავი, 193 ვერტმფრენი, 757 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2998 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 87 ერთეული სპეცტექნიკა და 185 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები