ტაივანის მტკიცებით, ჩინეთი მათ ტერიტორიაზე შესაჭრელად ემზადება

ტაივანის მტკიცებით, ჩინეთი მათ ტერიტორიაზე შესაჭრელად ემზადება

9-08-2022, 13:05 - 2022
467
       

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს განცხადებით, ჩინეთი დაწყებულ სამხედრო წვრთნებს თვითმმართველ კუნძულზე შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს.

მან „ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“ საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს. იგი ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, უშვებს რაკეტებს, ასევე ახორციელებს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიას და ეკონომიკურ იძულებას, რათა ტაივანის საზოგადოება მორალურად შეასუსტოს“, - აღნიშნა ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები