უკრაინა ხერსონში რუსულ შენაერთებს თავს დაესხა

უკრაინა ხერსონში რუსულ შენაერთებს თავს დაესხა

9-08-2022, 01:27 - 2022
905
       

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს კრიტიკული მნიშვნელობის ხიდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში.

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა იმუშავეს რუსების ლოჯისტიკური მარშრუტების ძირითად პუნქტებზე, მათ შორის მთავარ - ანტონივსკის ხიდზე. 

წინასწარი მონაცემებით, ხიდი სერიოზულად დაზიანდა.

რუსული ძალები ხერსონში გაძლიერებას ცდილობენ, რადგან უკრაინის შეტევის მოლოდინში არინ. ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის მრჩეველმა, განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა განათავსეს საჰაერო თავდაცვის სისტემები ქალაქ ხერსონის საცხოვრებელ ადგილებში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები