საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

11-02-2022, 16:06 - 2022
647
       

მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, პენსიებს რომელი ბანკი დაარიგებს. ამ დროისთვის ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მოღებას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები