სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბრძოლო პოზიციაზე აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით კი გამოცემა წერს, რომ დაჭრილი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოფიციალური ბაქო გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარზე სროლისა და სამხედროს დაჭრის შესახებ, უარყოფს.