უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1805 ტანკი, 4055 ჯავშანტექნიკა, 958 ერთეული საარტილერიო სისტემა, 260 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 132 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 საბრძოლო თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 750 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2978 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 86 ერთეული სპეცტექნიკა და 182 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.