„ქართული ოცნების“ პრორუსულმა განცხადებებს კრემლის პროპაგანდისტული მედიების გამოხმაურებები მოჰყვა.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ მმართველი გუნდის განცხადებებს იწონებენ და წერენ, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ანტირუსულ კამპანიაში ადანაშაულებს.
lenta.ru კი ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ციტირებს და წერს:
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს რესპუბლიკაში რუსების ჩაგვრის ნებისმიერ შესაძლო ფაქტს. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა“.