სასწრაფო დახმარების გამოძახება შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს

სასწრაფო დახმარების გამოძახება შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს

5-08-2022, 12:26 - 2022
1 563
       

სასწარფო დახმარების გამოძახება შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს.

გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და კერძო დაზღვევის მქონე პირებისთვის მომსახურების საფასურის დაწესებას თხოვს. 

„პსპ“-ს დაზღვევის დირექტორი სოფო ლებანიძე ამბობს, რომ თუ ეს ცვლილება ძალაში შევიდა იძულებულები გახდებიან პაკეტები გააძვირონ. 

იყო ვერბალური რამდენიმე კომუნიკაცია, სადაც გაჟღერდა იდეის დონეზე, რომ დაზღვეულ მოქალაქეებს ეს სერვისი აღარ დაუფინანსდეთ სახელმწიფოს მხრიდან. გუშინ უკვე დაცირკულირდა ოფიცილაური წერილი, რომლის მიხედვითაც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისის შეთავაზება ხდება სახელმწიფოს მხრიდან იმგვარად, რომ ისინი სთავაზობენ სადაზღვევო კომპანიებს დაზღვეულებისათვის ფასიანი მომსახურების მიწოდებას. თუ სასწრაფო მივიდა ადგილზე და კილომეტრაჟი არის 25 კმ-ის ფარგლებში, ღირებულება არის 60 ლარი, 25 კმ-ის ზევით კი უკვე ანგარიშდება კილომეტრაჟით და 1 კილომეტრის ღირებულება არის 2,50 ლარი. თუ ეს ძალაში შევიდა უკვე გაფორმებულ სადაზღვევო ხელშეკრულებებში ჩვენ მოგვიწევს ცვლილებების შეტანა, ასევე ყველა ახაი ხელშეკრულება იქნება გაძირებული, რადგან ეს ხარჯები იქნება დასაფარი. ეს ყველაფერი შეიძლება გადაუდებელი დახმარების შეყოვნებასთან იყოს დაკავშირებული“, - ამბობს ლებანიძე. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები