სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კრიტიკულად დამძიმდა - გარდაცვლილია რამდენიმე ჯარისკაცი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კრიტიკულად დამძიმდა - გარდაცვლილია რამდენიმე ჯარისკაცი

4-08-2022, 00:54 - 2022
793
       

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაიძაბა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი ისევ გახსნეს. სროლები და დაბომბვა ლაჩინის დერეფანთან, გამყოფი ხაზი სიახლოვეს მოხდა. 

ბოლო მონაცემებით, მხარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 15 კი მძიმედ დაიჭრა.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის პოზიციაზე ბაირახტარის უპილოტო საფრენი აპარატით საპასუხო იერიში მხოლოდ მას შემდეგ მიიტანეს, რაც მოწინააღმდეგემ დივერსიულ-ტერორისტული აქტი მოაწყო.

საპირისპირო განცხადებას ავრცლებს ოფიციალური ერევანი და აზერბაიჯანის მთავრობას, 2020 წლის ნოემბერში რუსეთის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები