ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად აშშ-ის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა - ჩინური თვითმფრინავები ტაივანისკენ დაიძრნენ

ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად აშშ-ის დელეგაცია ტაივანში ჩავიდა - ჩინური თვითმფრინავები ტაივანისკენ დაიძრნენ

2-08-2022, 23:40 - 2022
1 277
       

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა, სა ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოსთხოვა ტაივანის ჩინეთის ტერიტორიად აღიარება.

ასევე ცნობილია, რომ სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება. ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლიდან მალევე ჩინურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინური თვითმფრინავები ტაივანისკენ დაიძრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები არიან. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში საჰაერო განგაში სიგნალების ხმა ისმის. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები