უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 054 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 054 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
2-08-2022, 22:54 - 2022
481

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 054 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხერსონის ოლქში 53 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული.

დღეის მდგომარეობით, 1054 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყველა ტერიტორიაზე გრძელდება აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, ჟიტომირისა და სუმის ოლქებში ადგილობრივი მოსახლეობა აგრძელებს ინფრასტრუქტურის დაზიანებული ობიექტებისა და კერძო სახლების აღდგენას.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა