სერბეთს კოსოვოს საზღვრებთან სპეცრაზმი, ჯარი და საბრძოლო ტექნიკა გადაჰყავს.
ამის შესახებ ინფორმაცია სერბეთის მედიასაშუალებებით ვრცელდება.
პარალელურად, კოსოვოს საპოლიციო ძალები სასაზღვრო ზოლში არიან განლაგებული და დაკეტილია ბრიანკისა და იარინიეს სასაზღვრო პუნქტები.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უახლოეს წუთებში განცხადება უნდა გააკეთოს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩიმ.
მედია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი, მოსახლებისთვის მიმართვის დროს, ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადებს.