მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა

მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა

1-08-2022, 02:49 - 2022
801
       

მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოდელი და ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი ავრცელებს. 

ამჟამად ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  

„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, - ამბობენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ავარია გუშინ, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები