აზოვის მეორე ასეული მოულოდნელად ოსების ჩასაფრებაში მოყვა.
ხანმოკლე სროლისა და აფეთქებების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა ოსები ტყვედ აიყვანეს.
"მიზანი იყო რაც შეიძლება ტყვეების დიდი ფონდი შეგვექმნა, რათა ტყვეთა გაცვლის დროს კარგ პოზიციაში ვყოფილიყავით. ამ ბრძანებამ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა ოდნავ შეცვალა. უფრო მოხერხებულად უნდა გვემუშავა. ეს ორი იდიოტი ტყვედ ავიყვანეთ. მაშინ გამოჩნდა იდეა, რომ მათი ფორმა ჩამეცვა და თავი ოკუპანტად გამესაღებინა. ორნი იყვნენ. ჩავიცვი ტყვეების ფორმა, ჯიბეში 4 ხელყუმბარა ჩავიდე და მათი კალაშნიკოვი ავიღე. საშინელი ფორმა იყო. ავუხსენი ბიჭებს როგორ უნდა გვემოქმედა. მტრის პირველ პოზიციაზე დონეცკელი მებრძოლები იყვნენ. სულ 5 პოზიცია იყო. ნელა უნდა შევსულიყავით მტრის ზონაში. კარგი გეგმა გვქონდა. როგორც კი მათს პოზიციებს მივუახლოვდი გასროლის ხმა გავიგე. ჩავიმუხლე და შევეცადე, კონტაქტი დამემყარებინა. მათი დაძახების ხმა გავიგე. ვუთხარი, რომ მათი რაზმის წევრი ვიყავი. დიალოგი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. აქცენტზე მივხვდი, რომ ოსები იყვნენ. გეგმა ცოტა შეგვეცვალა. უცებ ერთ-ერთმა დაიყვირა ჯიბიდან ყუმბარას იღებსო. ამოვიღე და ორივე მხარეს გავისროლე. ისინიც ისროდნენ. ოსებს არ შეეშინდათ, საპასუხო ცეცხლი გაგვიხსნეს. უკან დავიხიეთ და მძიმე ტექნიკით დავადუღეთ. შანსი იყო ტყეების აყვანის და გავრისკე. ეს ჩვენი ტყვეების ფონდისთვის კარგი შესაძლებლობა იქნებოდა", - ყვება მებრძოლი.