მორიგი სკანდალი - გოგაშვილმა გომელაური და ლილუაშვილი ამხილა

მორიგი სკანდალი - გოგაშვილმა გომელაური და ლილუაშვილი ამხილა
27-07-2022, 00:13 - 2022
1 733

სკანდალური მხილებების სერია გრძელდება - სოსო გოგაშვილი ასაჯაროვებს ფაქტებს და ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმს ამხელს. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის გინების გამო სცემეს.

ყოფილი მაღალჩინოსანი საჯაროდ ამბობს, რომ გახმაურებული დანაშაულები სწორედ ივანიშვილის დაკვეთით ხდებოდა. 

გოგაშვილი ამხელს თავის ყოფილ თანაგუნდელებსაც და პირველ რიგში შინაგან საქნმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. 

ამ გზავნილიდან ირკვევა, რომ გოგაშვილი და მინისტრი უახლოესი მეგობრები და ფაქტობრივად ნათესავები იყვნენ, ახლა კი სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ოჯახის შეურაცხყოფაში ადანაშულებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა