„ოცნება“ რუსეთის დავალებით ილია მეორეს იშორებდა - გოგაშვილმა მორიგი სკანდალი გამოაშკარავა

„ოცნება“ რუსეთის დავალებით ილია მეორეს იშორებდა - გოგაშვილმა მორიგი სკანდალი გამოაშკარავა

25-07-2022, 01:57 - 2022
2 789
       

სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსისი ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა საპატიმროდან მორიგი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც გოგაშვილი აცხადებს „ქართული ოცნება“ რუსეთის დავალებით ილია მეორეს იშორებდა, უწმინდესის გადადგომა 2021 წლის 14 ოქტომბერს იგეგმებოდა, ხოლო შემცვლელად მეუფე შიო განიხილებოდა.

საქმის ბოლომდე მისაყვანად საქართველოში რუსული სპეცსამსახურების დავალებით კონსტანტინე რომანოვკსი ჩამოვიდა, რომელიც პეტერბურგელების საძმოს წევრია - ის საპატრიარქოს საქმეებს ეცნობოდა და პატრიარქის შემცვლელს ეძებდა.

ზუსტად კონსტანტინე რომანოვკსიმ უჩივლა სოსო გოგაშვილს, 2021 წლის 27 აგვისტოს. საქმეში რომანოვკის ორი ჩვენება დევს, ერთში წერს, რომ საქართველოში ინტერვიუს ეთერში გასვლიდან ექვსი თვის შემდეგ ჩამოსულს ნათესავებმა უთხრეს,  რომ მორალური ზიანი მიიღო, საპირისპიროს ამტკიცებს მეორე ჩვენებაში სადაც წერს, რომ 2021 წლის 13 თებერვალს მოსკოვში უყურებდა „ნოდარ მელაძის შაბათს“ და გადაცემიდან გაიგო, რომ ის გოგაშვილმა ამხილა. 

კონსტანტიენე რომანოვსკისა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ოჯახის წევრს ერთმანეთთან მჭირდო კავშირი აქვთ. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ რომანოვსკის მფარველის, პეტერბურგის გუნერატორის გიორგი პოლტავჩენკოს  შვილი და უჩა მამაცაშვილის ვაჟი რუსეთში ერთობლივ ბიზნესს ფლობენ.

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი პირველად ამბობს, რომ სკანდალური განცხადებების შემდეგ ის ვახტანგ გომელაურმა  და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააფრთხილეს. 

სოსო გოგაშვილის ინტერვიუს „ტვ პირველი“ ავრცელებს

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები