კასპის პოლიციის უფროს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები თავს დაესხნენ და ესროლეს

კასპის პოლიციის უფროს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები თავს დაესხნენ და ესროლეს

24-07-2022, 00:48 - 2022
1 016
       

კასპის პოლიციის უფროს, გიორგი ჩოქურს ე,წ კრიმინალური ავტორიტეტები თავს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. 

როგორც ცნობილია, პოლიციის მაღალჩინოსანს კრიმინალები დაემუქრნენ, რომ თუ მათ შევიწროებას განაგრძობს, შემდეგი ტყვია "შუბლში მოხვდება".

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ. არ ადასტურებს არც თავად ჩოქური და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ იტყუებიან, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ორი სანდო წყარო ჰყავს.

ცნობისთვის, გიორგი ჩოქურს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი, იგივე „სემსოტა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები