„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობის შემოტანის შესახებ ისაუბრა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გუშინ კომპანია „გალფმა“ დაადასტურა, რომ საწვავს „როსნეფტიდან“ ყიდულობს.
„იმ ფონზე, როცა უკიდურესად იზრდება საქართველოში საწვავის ფასი, იმ ფონზე, როცა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ისტორიულად ძვირი ფასის გადახდა საწვავში, ამასობაში ჩვენ გუშინ კიდევ ერთი ფაქტი ვნახეთ, როცა საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოში მოხვდეს რუსული სანქცირებული ნავთობი. გუშინ ეს "გალფმა" დაადასტურა და თქვა, რომ დიახ, "როსნეფტის" სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ საქართველოში. ეს პირდაპირ ნიშნავს რუსულ ეკონომიკაში ჩასხმულ თანხებს, ანუ ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის, მცოცავი ოკუპაციის გაძლიერებას, უკრაინელი ხალხის მკვლელობაში თანამონაწილეობას და ამ ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.