„ხელისუფლების მიზანია, ქართველი ხალხი ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

„ხელისუფლების მიზანია, ქართველი ხალხი ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

21-07-2022, 01:56 - 2022
653
       

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაწილის მიზანია, ქართველი ხალხი ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც იცით ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიანიჭა. ამასთან ერთად, რეფორმების დიდი სია, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მისწრაფებებს ვუჭერთ მხარს.

თუმცა, ბოლო დროს საქართველოს მაღალჩინოსანთა ნაწილის რიტორიკა საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ამერიკის საელჩოში, თბილისში, მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობასთან, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ელჩ დეგანანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ განვაგრძობთ სართო მიზნების მხარდაჭერას.

ჩვენ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებასა და უსაფრთხოების კოოპერაციაზე მხარდამხარ ვთანამშრომლობთ. ეს შეუცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები თანამშრომლობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინაში პუტინის ომის დასასრულებლად და მთელი რეგიონისთვის უსაფრთხო მომავლის რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველსაყოფად.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს 20%-ს ოკუპაცია
“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები