„მომდევნო კვირიდან ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასი დაგხვდებათ გაზრდილი“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2022 წლის II კვარტალში საწვავის ფასი, კატეგორიების მიხედვით, 3.5 ლარიდან 4 ლარამდე იმერყევებს.
„საწვავის ფასის გასაღები სახელმწიფოს ხელშია. საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებით და დღგ-ს მცურავ „კურსზე” გადაყვანით 1 ლიტრი საწვავის ფასი დაიკლებს მინიმუმ 80 თეთრით.
აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მთავრობას დაუჯდება (მოაკლდება ხარჯვით ნაწილს) საშუალოდ 2.5 მილიარდი ლარი.
სჯობს მათ შემოიჭირონ ქამრები და დახარჯონ ნაკლები, საიდანაც მხოლოდ, ხაზს ვუსვამ მხოლოდ 4.5 მილიარდი ლარი ეს არის ადმინისტრაციული ხარჯი.
მხოლოდ საკუთარი ხელფასების, კომფორტის, საწვავის, ფუფუნების და გადაბერილი საშტატო რესურსების განახევრებით ჩვენ, თითოეული ჩვენგანი მინიმუმ 80 თეთრით იაფად ჩავასხამთ ნებისმიერი კატეგორიის საწვავს“, - წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.