სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებას“ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ დაემუქრა, რომ გაასაჯაროვებდა არჩევნების გაყალბების სქემას.
ოპოზიციის ვერსიით, გოგაშვილი შსს დაარტყამს და პარტიის ბოსებსა და აგენტურულ ქსელს გათქვამს.
მოძრაობა „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, არსბეობდეს დოკუემნტები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყოს საქრართველოს საპატრიარქოსთანაც.
„ალბათ გახსოვთ თქვენ ინტერვიუ გრიგოლიასთან ეკლასიასთან მიმართებაში. ეკლასიასთან მიმართებაში რომ იყო განცხადებები გაკეთებული, რომ ეკლესიასთან მიმაღთებაში იყო გარკვეულწილად ქმედებები, ალბათ ეს დოკუემნტებია“, - ამბობს ჭიჭინაძე.
პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე პირდაპირ ამბობს, რომ გოგაშილის მხილებების სერიის შემდეგ სისტემა შესაძლოა, ჩამოიშალოს.
„ძალიან ბევრი რამე გაკეთდა საქართველოში, რაც იყო ნაბიჯები რუსეთის სასარგებლოდ, ძლიერდებოდა პრორუსული გავლენები, ძლიერდებოდა პრორუსული ორგანიზაციები, „ქართული მარში“ , „პატრიოტთა ალიანსი“, ამას ყველაფერს სუსი მფარველობდა და სოსო გოგაშილისთვის ეს ინფორმაციები ყველაფერი კარგად არის ცნობილი. მთელი სისტემა შეიძლება მოიშალოს, ამ შემთხვევაში“, - ამბობს ფოფხაძე.